ახალგაზრდა ჰოლი პარკერი მზიან კალიფორნიაში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ მამასთან ერთად, ხოლო მისი ასაკის ენი ჯეიმსი ცხოვრობს ნისლიან ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან ერთად. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მისთვის ძალიან რთულია, მეორეს კი ისე სურს, რომ მამა ჰყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით ხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ რაღაც გაუზიარონ ერთმანეთს. მაგრამ ჰოლისა და ანის შორის საერთო მწუხარების გარდა, არის კიდევ ერთი მსგავსება: ისინი ... ტყუპები არიან! მათი მშობლები მრავალი წლის წინ დაშორდნენ და გოგონები გადაწყვეტენ გამოასწორონ ეს ტრაგიკული შეცდომა.

ყოფილ ფედერალურ აგენტ უილ გრეჰემს, რომელიც ერთხელ თავად ძლივს გადაურჩა სასტიკი ჰანიბალის,ეგრედწოდებული "კანიბალის" კლანჭებს, კვლავ უწევს მასთან ურთიერიერთობა. როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ლექტერს შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას ახალი სერიული მკვლელის, ფრენსის დოლარჰაიდის დაჭერაში. მაგრამ რამდენად სანდოა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა?

ახალბედა პოლიციელი ამელია დონაჰი უერთდება ლინკოლნ რაიმს, ყოფილ დეტექტივს, რომელიც პარალიზირებულია ხერხემლის დაზიანების გამო. მათ "ძვლების შემგროვებლის" სახელით ცნობილი საშინელი სერიული მკვლელი უნდა დაიჭირონ. მკვლელს თავისებური ხელწერა აქვს, იგი დანაშაულის ადგილას ორაზროვან მინიშნებებს ტოვებს.

ფსიქოთერაპევტი მკვლელის აზროვნებაში ცდილობს შეღწევას სანამ იგი კომაშია და იმედი აქვს რომ გადაარჩენს უკანასკნელ მის მსხვრეპლს.

როგორც ამბობენ, უამრავი გენიალური მხატვარი არსებობს, მაგრამ ვისაც მართლა შეუძლია ხატვა - ცოტაა. ახალგაზრდა ჯერიმი პლატცი დარწმუნებული იყო: რომ თავისი ნიჭით შეძლებდა საუკეთესო მოსწავლე გამხდარიყო პრესტიჟულ ხელოვნების სკოლაში.