პროფესორი ნორმან ტეიერი, 80 წლის, დიდი ხანია პენსიაზე გავიდა. მას ესმის, რომ დიდხანს არ რჩება სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილზე მეტად ის წუხს, რომ ვერ შეასრულებს მამაკაცურ მოვალეობას. უფრო მეტად ის განიცდის უთანხმოებას თავის ქალიშვილთან. ფილმის მოვლენები ვითარდება ოქროს ტბის სანაპიროზე, სადაც პროფესორი და მისი მეუღლე ჩადიან (მათ სჯერათ, რომ ეს 48-ე ზაფხული ბოლო იქნება მათ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში) და მათი ქალიშვილი მეგობართან და თინეიჯერ შვილთან ერთად.
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.
ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!
ფრანცი შემთხვევით ქუჩაში ლეოპოლდს გაიცნობს. ლეოპოლდი წარმატებული ბიზნესმენი და მასზე საკმაოდ უფროსია. ფრანცი მისგან შეთავაზებას მიიღებს, რომ საცხოვრებლად მასთან გაავიდეს. წინადადება მიღებულია. მათ შორის ვნებიანი ურთიერობები იწყება.