მალენა - ულამაზესი ქვრივია, კაცებისთვის საოცნებო ხილვაა და ქალებისთვის კი შურის საგანი. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ქმრები კი მას კვალ და კვალ დასდევენ და ოცნებობენ მასზე. "მე ვიყავი 13 წლის, როდესაც მე ის პირველად ვნახე. გავიდა დრო, მე უამრავი ქალი მყავდა, და სიახლოვის დროს, ისინი კითხულობდნენ: მემახსოვრება მე თუ არა ისინი? მე დადებითად ვპასუხობდი... მაგრამ ერთადერთი, ვინც მე არასოდეს დამავიწყდება – ის რომელსაც ეს არასოდეს უკითხავს. მალენაა."

ჟოზეს დედას არ უნდა, რომ მისი შვილი სილვიაზე დაქორწინდეს. მართალია მან ჯერ არ იცის, რომ სილვია მისი შვილისგან ფეხმძიმედაა.

წყვილი ნიკოლ და ჟან-მარი ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ისინი ფლობენ ქიმწმენდას და მრავალი წლის განმავლობაში არიან ჩაძირულნი თავიანთი ოჯახური ბიზნესის ზრუნვაში. თავისუფლების, ბედნიერების, სიხარულის სურვილებს სამუშაო დილიდან საღამომდე თრგუნავს. შემთხვევითი შეხვედრა სტუმრად მყოფ კომიკოსებთან, რომლებიც ადგილობრივ კაბარეში ორაზროვან ნომრებს ასრულებენ, მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. სრულიად განსხვავებული სამყარო მათთვის მიმზიდველად გამოიყურება. ისინი ემორჩილებიან ცნობისმოყვარეობას და იწყება თამაში, რომელსაც მივყავართ ტრაგედიამდე.