ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.
მას შემდეგ რაც შეყვარებული მიატოვებს, ახალგაზრდა კაცი გაურკვევლობაშია მის სექსუალობასთან დაკავშრებით.
რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.
მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა(ლეონარდ უაიტინგი) და ჯულიეტა კაპულეტის (ოლივია ჰასი)ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო -ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისა და საუკეთესო კოსტიუმებისათვის.
ჰუმბერტ ჰუმბერტი, განქორწინებული ბრიტანელი ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მასწავლებლად პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. აქ იგი თავს უფლებას აძლევს რომანი გააბას სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ბინის მეპატრონე ქვრივთან, შარლოტა ჰეიზთან. ჰუმბერტი შარლოტაზე დაქორწინდება, რადგან მას უიმედოდ შეუყვარდება შარლოტას 14 წლის ქალიშვილი ლოლიტა...
ორი ადამიანის ბობოქარი სიყვარულის ისტორია ...სეილორი და ლულა დაქირავებული მკვლელების მთელ რაზმს ემალებიან, რომლებიც ლულას დედამ დაიქირავა.
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ.
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...