დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან.

ამერიკაში პირველი შავკანიანი ჯარისკაცების ქვედანაყოფის ისტორია სამოქალაქო ომის დროს. ახალგაზრდა და გამოუცდელმა ჩრდილოეთელმა ბიჭმა უნდა ასწავლოს მათ ბრძოლა... მაგრამ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დროა.

1956 წ ლათინური ამერიკა ვნებით არის სავსე - სიყვარული და რევოლუცია. ფულგენსიო ბატისტას დიქტატორული რეჟიმის დასამხობად, მეამბოხეების ლიდერი ფიდელ კასტრო აგროვებს ჯარს კუბის სანაპიროზე. ცნობილ რევოლუციურ რაზმს „M-26-7“ უერთდება არგენტინელი კარდიოლოგი ერნესტო გევარა. თავისუფლებისთვის ცხარე ბრძოლაში ის მოიგებს თანამოაზრეების და მალე მთელი კუბელი ხალხის სიყვარულს, რომლებმაც მას ახალი სახელი "ჩე" შეარქვეს, ესპანურად "მეგობარი".