ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.
ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.
ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.
ერთ ღამეს, დალევის შემდეგ, ლუკამ გადაწყვიტა გართობა და გაზის ქანჩით გამოეხსნა ათეული მონეტის ავტოსადგომის მანქანა, რისთვისაც მან მიიღო ორი წლის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები სამხრეთ შტატებში გზებზე. ომის დროსაც მან არაერთხელ გამოსცადა თავისი ბედი და ციხე გახდა კიდევ ერთი გამოცდა, რომელსაც ლუკა, როგორც ჩანს, ეძებდა..
მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯერ 24 საათიც არ იყო გასული, როცა ქარიზმატულმა ქურდმა -დენი ოუშენმა თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბა და ლას -ვეგასის კაზინოებიდან 150 მილიონი დოლარის გატაცება გადაწყვიტა.