რეჟისორი იხსენებს ბავშვობას, როდესაც მას შეუყვარდა კინემეტოგრაფი და დაუმეგობრდა სოფელში კინოთეატრის კინომექანიკს.
როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.
ერთხელ ცოტა ხნის წინ დაქვრივებული მისტერ ბრაუნის სახლში, ძიძა-ჯადოქარი ცდილობს დაამშვიდოს მისი შვიდი ცელქი შვილი. ამ ბიჭებმა, საიმონის მეთაურობით, უკვე მოიშორეს 17 წინა ძიძა და ამიტომ ეჭვი არ ეპარებათ, რომ იგივე ბედი ელის მე-18-ს. თუმცა, როდესაც ძიძა მაკფი ახერხებს სიტუაციის კონტროლის ქვეშ მოქცევას, ბავშვები უცებ ამჩნევენ, რომ მათი საშინელი ქცევა ჯადოსნურად იწვევს სრულიად გასაოცარ და არაპროგნოზირებად შედეგებს.