1959-70 წლებში კრიმინალი ჟაკ მესრინი თავისი კარიერის დასაწყისში ალჟირში სამხედრო ვალს იხდიდა, პარიზის მაფიოზური დაჯგუფების ლიდერთან, მხიარულ კანონდამრღვევ და ამავე დროს მის უახლოეს მეგობარ ჟანთან და კანადის ციხიდან გამოქცეულ ყოფილ პატიმართან ერთად.
ანტუან ფიშერი - კომპანია "სონი პიქჩერსის" მცველია, რომელმაც სახელი გაითქვა, იმით რომ ცნობილი სცენარისტი გახდა. მაგრამ ადრე ის მეზღვაური იყო, რომელიც ჩამოწერეს თავისი აგრესიული მოქცევის გამო. აქ ფიშერი გადაწყვეტს მკვეთრად შეცვალოის თავისი ცხოვრება და მშობლები იპოვოს, რომლებმაც ის ჯერ კიდევ პატარაობაში მიატოვეს. მაგრამ ძიების დროს ის ნელ-ნელა ხვდება, რომ ცხოვრება იცვლება, და სამწუხაროს არც ისე საუკეთესოდ.
ახალგაზრდა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ჰოგტმა და ავსტრალიელმა მედდამ ლი პირსონმა, იაპონელების ჩინეთში შემოჭრის დროს, ობლად დარჩენილი ბავშვები სიკვდილისგან უნდა იხსნან. მათ 60 ბავშვი, ლიუ პან შანის მთების გავლით, უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ.
ფილმი 1939 წლის 17 სექტემბერს იწყება და მთავრდება 1945 წლის შემოდგომაზე. ფილმში მოთხრობილია თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა არმია ასობით პოლონელ ოფიცერს კატინის ტყეში.