ეგვიპტის ალექსანდრია. მსოფლიოში პირველი მეცნიერი ქალის – ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ასტრონომის, მშვენიერი ჰიპათიას ცხოვრება. მის აზრებს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ლექციებს კი ათასები ესწრებოდნენ. მან კოპერნიკსა და გალილეის დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის მშვენიერება გულებს ამსხვრევდა. ჰიპატია ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო შეყვარებული – ყოფილ მონა დაუსზე და კეთილშობილ ორესტზე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეწირა მისი გულისთვის. მაგრამ შურიანები ვერ ითმენდნენ ამ ქალის პოპულარობას და დიდებას... 415 წელს ჰიპატია გააფთრებულმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა...
ფილმი ევრიპიდეს მედეას მიხედვითაა გადაღებული. მედეა იგებს რომ მისი პოზიცია ბერძნულ სამყაროში საფრთხის ქვეშაა და სამაგიეროს უხდის ქმარს - იასონს, იმის გამო რომ სხვა ქალთან უღალატა.
აურო 13 წლის ბიჭია, რომელსაც განუკურნებელი პროგერია აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად 80 წლის მამაკაცს ჰგავს, საკუთარი ფიზიკური განვითარების მხრივ, თანატოლებს არ ჩამორჩება. ბიჭს უყვარს კრიკეტის თამაში და ოცნებობს მამის პოვნაზე. ერთ დღეს პარლამენტის წევრი ამოლ არტე მოდის სკოლაში, რათა აუროს თასი აჩუქოს კონკურსში გამარჯვებისთვის...
რეალტორი ელიზაბეთი სრული შრომისმოყვარეა. ის თავის საქმეს ყოველთვის აწვდის, არდადეგების და შაბათ-კვირის გარეშე. ელიზაბეთი მარტო ზრდის თავის შვილს მეისონს, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ მას ძალიან მცირე ყურადღება ექცევა. ბიჭი დიდი გაჭირვებით ახერხებს დაარწმუნოს დედა, რომ საშობაოდ წავიდეს ბაბუასთან, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ჰოლივილში, რომელიც არცერთ რუკაზე არ არის. ელიზაბეთს არ უყვარს არდადეგები და, რა თქმა უნდა, არ გრძნობს შობის სულს. მაგრამ ჰალივილში ქალმა უნდა დარწმუნდეს, რომ სასწაულები არსებობს...