"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება.

პირველი მსოფლიო ომის დასასრული. გოგონა დაჟინებით ეძებს გაუჩინარებულ საქმროს. ის არის ერთ-ერთი იმ ხუთ ფრანგ ჯარისკაცს შორის, რომლებიც იდუმალ გარემოებებში სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. აღსრულების არჩეული მეთოდი არ იყო სროლა. მსჯავრდებულები რჩებიან ნეიტრალურ ზონაში, სადაც ტყვია მათ აუცილებლად გაუსწრებს - თუ არა მტერი, მაშინ საკუთარი თანამებრძოლები. და მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ძალუძს მტკივნეული გამოცდის გადალახვა სიმართლის საპოვნელად.

სამეფო ბრძოლა არის მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობრივი თამაში, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ განადგურების საფრთხის ქვეშ. 42 საშუალო სკოლის მოსწავლე აგზავნიან უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მათ უნდა დახოცონ ერთმანეთი ყველაფრით, რაც ხელთ მოემართებათ - ავტომატური პისტოლეტიდან დაწყებული ტაფამდე. შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან.