დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა.
ჰოვარ ჰიუზმა მამისაგან მიღებული პატარა ქარხანა გააფართოვა და მისგან მომგებიანი საწარმო შექმნა.მან ყველაზე დიდი ავიაკომპანია შეიძინა.ჰოვარდი აგრეთვე კაზინოების მფლობელია.ამ ყველაფრის მიუხედავად მან ვერ იპოვა დედამიწაზე ბედნიერება.
რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო,რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა.
მსხვილი იაპონური კორპორაციის დირექტორთა საბჭოს სხლდომის დარბაზში იპოვეს დახრჩობილი მეძავი. ამ მკვლელობის გამოძება დაავალეს დეტექტივს, რომელიც ერკვევა იაპონურ კულტურაში და ლოს–ანჟესელელ ოფიცერს. ცოტა ხანში გაირკვევა, რომ გარდაცვლილი გოგონა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ამ თავსატეხის გამოსაძიებლად, ისინი უახლოვეს ტექნოლოგიების და ძველებური ტრადიციების სამყაროში ჩაიძირებიან.
შერონ სტოუნი - სექსუალური ლამაზმანის როლში მეი საბედისწერო წარსულით. მან დაიფიცა შურისძიება განგსტერებზე, რომლებმაც მოკლეს მისი მშობლები და უკვე აირჩია მათთან გამკლავების გზა და იპოვა ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს: გარეგნულად შეუპოვარი CIA-ს დანგრევის ყოფილი ექსპერტი რეი. მაიამი, კურორტი სუპერ მდიდრებისთვის, იქცევა ნადირობის ტერიტორიად, სადაც მეი იზიდავს და აცდუნებს მკვლელებს, რეი კი მათ ოსტატურად აფეთქებს და ფერფლად აქცევს.