ფილმი მოგვითხრობს დიდი მხატვრის მოდილიანის სიცოცხლის ბოლო წლებზე. ალკოჰოლიზმითა და ოპიუმის დამოკიდებულებით დაავადებულ ღარიბ იტალიელ მხატვარს შეუყვარდება ჟანა ჰებუტერნი, გოგონა მდიდარი ოჯახიდან, რომლის მშობლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათ ურთიერთობას...
1802 წლის ივლისი. ბრწყინვალე ეპოქა ესპანეთის ისტორიაში. თავისი დროის უძლიერესი ადამიანების მდიდარი, მშვენიერი ბედია, დონა მარია დელ პილარი, ალბას ჰერცოგინია, ვახშამს მასპინძლობს ახალი სასახლის დასრულების აღსანიშნავად. სტუმრების ბრბოს შორის ორი ადამიანი გამოირჩევა, ორივე ჰერცოგინიას ყოფილი შეყვარებული - გოდოი, ესპანეთის პრემიერ მინისტრი და დიდი მხატვარი ფრანცისკო დე გოია. გართობა მთელი ღამე გრძელდება, მეორე დილით კი ქალი საწოლში გარდაცვლილი იპოვება.