მსახიობ ჯეიკს ვამპირების შესახებ ფილმში მეორედ იღებენ.ერთხელაც, ფილმის გადაღებებიდან შინ დაბრუნებისას იგი მის შეყვარებულს უცხო მამაკაცთან აღმოაჩენს.ჯეიკი იძულებულია ახალი საცხოვრებელი ეძებოს.
ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.
პრივილეგირებულ კერძო სკოლაში ორი გოგონას სწავლობს, რომლებსაც ალბათ მხოლოდ მთელი კაცობრიობის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ერთი მათგანი, სილვია კუპერი, ცნობილი პროდიუსერის ქალიშვილი, რეკავს იმ ტელეარხზე, სადაც მამამისი მუშაობს და ანობებთ, რომ შენობაში ბომბია. ეს საშინელი საქციელი მასზე ყურადღბას აივის მიაპყრობინებს. აივი - ობოლია, რომელიც ხელმოკლე დეიდის მეურვეობით იზრდება, კერძო სკოლაში კი მხოლოდ სპეციალური სტიპენდიის წყალობით მოხვდა. სილვია და აივი მეგობრები ხდებიან. აივი დეიდის სახლიდან მდიდრულ ბინაში გადადის სილვიასთან და თავხედურად, როგორც ხვია, ისე იჭრება უცხო ოჯახში.