ახალბედა პოლიციელი ამელია დონაჰი უერთდება ლინკოლნ რაიმს, ყოფილ დეტექტივს, რომელიც პარალიზირებულია ხერხემლის დაზიანების გამო. მათ "ძვლების შემგროვებლის" სახელით ცნობილი საშინელი სერიული მკვლელი უნდა დაიჭირონ. მკვლელს თავისებური ხელწერა აქვს, იგი დანაშაულის ადგილას ორაზროვან მინიშნებებს ტოვებს.

ბობი და მარტი ბავშვობიდან მეგობრობენ, მაგრამ მათ შორის უცნაური მეგობრობაა: პათოლოგიურად სადისტი ბობი საშინლად დასცინის და აწვალებს მარტის და არა მარტო მას. და ერთხელაც გადაწყვიტავს სამუდამოდ შეწყვიტოს დაცინვები.

დენი ახალგაზრდა პოლიციელია, რომელსაც მეწყვილეობას ეთიკური ნორმების მიმდევარი ნიკი უწევს. როდესაც ისინი ჩაინათაუნში ბანდის დაკავებას ცდილობენ, დენი ნიკის ეყრდნობა, თუმცა თავს სულ უფრო არაკომფორტულად გრძნობს.