ჩეონანი სერიული მკვლელობები ხდება, რომლებიც სულ უფრო და უფრო საიდუმლოებით მოცულია. პოლიციელი ტაე-სუკი ვარაუდობს, რომ ყველა მკვლელობა ერთი და იმავე პირის ჩადენილია და იწყებს გამოძიებას. ერთ დღეს, ბანდის მეთაურს დონგ-სოს საეჭვო პირი დაესხმის თავს. ტაე-სუკი მიხვდება. რომ ეს სწორედ ის სერიული მკვლელია, ვინმე კ. დონგ სო ერთადერთი მოწმეა და ერთდერთი ადამიანი, ვინც მკვლელს ცოცხალი გადაურჩა.
ციხიდან გამოსვლის წინ ცნობილ დამნაშავეს კორეს ერთერთი მცველი აძლევს "ინფორმაციას" მოდური საიუველირო მაღაზიის გასაძარცვად. განთავისუფლებული კორე მიემგზავრება პარიზში, გზაში კი ის გადაარჩენს გაქცეულ ბანდიტ ფოგელს. ორი დამნაშავე, ორი მარტოხელა მგელი იქცევიან ერთგულ მეგობრებად.
პატარა ქალაქი ოკლაჰომაში, 60-იანი წლები. მარადიულ კონფლიქტში ერთმანეთს ქონებით გამოყოფილი მოზარდთა ბანდები უპირისპირდებიან.
ნაროკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკაში, სამი ჩახლართული ისტორიით: ამერიკის ახალი ნარკობარონი ბრძოლას მაშინ აგებს როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ნარკოტიკების მომხმარებელია; ახალგაზრდა მომხიბვლელი ცოლი მეუღლის ნამდვილ საქმიანობას მაშინ გაიგებს, როდესაც მის ქმარს დააპატიმრებენ და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე მოწმეს იცავს; მექსიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ახალი უფროსი შესაძლოა კორუმპირებულ სისტემაშია ჩაბმული.
ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.
ოლსენების ბანდის ლიდერმა - ეგგანმა, დანიის ციხეში კიდევ ერთი ვადით მსახურობისას, მენეჯმენტისა და ბიზნესის ცოდნა თანასაკნელისგან მიიღო. მიღებული ცოდნიდან მან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოიტანა: ბიზნესი კანონიერი თაღლითობაა. გაათავისუფლეს, ის მაშინვე იწყებს საქმეს... ქვეყნის უმსხვილესი მაღაზიის ხელში ჩაგდების განზრახვით, ოლსენის ბანდა დაარბია ევროკავშირის შტაბ-ბინაში ბრიუსელში და მინისტრსაც კი სტუმრობს ... ტანკზე.