საოცარი ბავშების უცნაური ოჯახის წევრები ისევ ერთიანდებან, როდესაც მათ მამა ავადმყოფობის შესახებ შეატყობინებს...

მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.

დეივ სპირტსი – ერთერთი იმ იღბლიანებისგანაა, რომლისაც ყველას შურს. ამინდის პოპულარული წამყვანი, ის ღებულობს დაპატიჟებას სამუშოთ ნიუ–იორკის ტელეშუში. ფული, აღიარება, დიდი პერსპექტივები – წარმატება თთქოს მის მხარესაა. მაგრამ აზრი ამაზე რატომღა უკვე არ ხიბლავს. სანამ ის პროფესიონალურ სიმაღლეებს იბყრობდა, მისი პირადი ცხოვრება მთლიანად აირია. რთული განქორწინების გამო, მამის ავადმყოფობის და ბავშებთან პრობლემებისგან დეივი – ნერვული შეტევის საზღვარზეა.

ორი დიამეტრალურად საპირისპირო მისწრაფებების მქონე ადამიანი შეურიგებელ ბრძოლაში შედის. პოლიციელი ფრენკ კონორი რთული დილემის წინაშე დგას. ერთის მხრივ, მისი შვილი სასიკვდილო ავადაა და მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაფერისი დონორი, პიტერ მაკკეიბი - სიკვდილით დასჯილი სასტიკი მკვლელი - გარბის საავადმყოფოდან, სადაც ის ციხიდან წაიყვანეს. თუ ფრენკი თავის მოვალეობას ბოლომდე შეასრულებს, დამნაშავე მოკვდება, შემდეგ კი უბედური ბავშვი განწირულია. მას შვილის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მკვლელის გადარჩენით შეუძლია და ამ სისხლიან დრამაში მას მოკავშირეები არ ჰყავს: დამნაშავეც და პოლიციაც მის წინააღმდეგ არიან.