უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა "მებრძოლთა კლუბები" ყველა ქალაქში ყალიბდება.

ფრანცისკანელი მორჩილი ვილიამი და მისი ახალგაზრდა თანმხლები იძიებენ მისტიკური მკვლელობების სერიას შუასაუკუნეების სააბატოში.

პატარა ქალაქი ოკლაჰომაში, 60-იანი წლები. მარადიულ კონფლიქტში ერთმანეთს ქონებით გამოყოფილი მოზარდთა ბანდები უპირისპირდებიან.

როდესაც ყველაზე გაყიდვადი სელებრითების ბიოგრაფი, მწერალი ლი იზრაელი ვეღარ ერგება თანამედროვეობის მოთხოვნებს, თავის ხელოვნებას თაღლითობად აქცევს.

რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.