ფილმის მთავარი გმირია ჰომოსექსუალი ირანის პრინცი, რომელზეც რევოლუციონერი ისლამისტები ნადირობენ. პრინცს ყოფილი შახის ცოლიც დასდევს, რომელსაც მისგან ბავშვის გაჩენა სურს. პრინცი ნიმფომან სექსილიასაც უყვარს, რომელიც თავისი გულუბრყვილობით ფიქრობს, რომ ქალებისადმი პრინცის გულგრილობა მისი ნატურის პლატონურობიდან გამომდინარეობს.

ფილმის მთავარი გმირი – პოპულარული რადიოშოუს წამყვანია. ერთხელაც ის მიიღებს თავისი მეგობრისგან, გამომცემლისგან, 14 წლის პიტ ლოგანდის ხელნაწერას, რომელშიც იმაზეა მოთხრობილი, როგორ ექცეოდნენ მას სადისტი მშობლები. პიტი ნუნის გადაცემების დიდი თაყვანისმცემელია, და მალევე ის თვითონ დაამყარებს კონტაქტს რადიოწამყვანთან, ისინი დაიწყებენ ტელეფონით აქტიურ ურთიერთობას.