წელი 2035 წელია... ამაზრზენი, განუკურნებელმა ვირუსმა გაანადგურა ხუთი მილიარდი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 99%. გადარჩენილები იძულებულნი არიან იცხოვრონ მიწისქვეშეთში. კრიმინალი ჯეიმს კოული ნებაყოფლობით ეწევა სახიფათო მოგზაურობას დროის მანქანაში. მან უნდა დაბრუნდეს დრო, რათა დაეხმაროს მეცნიერებს ამ საშინელი ვირუსის წყაროს პოვნაში და საიდუმლოებით მოცული "თორმეტი მაიმუნის" საიდუმლოს ამოხსნაში.

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ირლანდიელ რესპუბლიკელთა არმიის ბოევიკებთან ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯოდის,რომელიც თავის მეციხოვნე ფერგიუსს დაუმეგობრდა, მაგრამ მათი მეგობრობა მხოლოდ ტრაგედიით თუ დამთავრდებოდა. ფერგიუსი ბრძანებას იღებს, რომ დახვრიტოს ტყვე. ის იძულებულია ბრძანება შეასრულოს, რის შემდეგაც ლონდონში მიემგზავრება. ფერგიუსმა ჯოდის უკანასკნელი სურვილი უნდა შეასრულოს და მისი შეყვარებული დილი უნდა მოძებნოს, რომელიც ფოტოსურათზე ნახა.