მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.
დიდი დეპრესიის პირველ წლებში სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაზე ძალზედ გართულდა. მეკობრეთა დაუმთავრებელი თავდასხმების გამო ყველა იძულებული გახდა მცველი ყოლოდა. ამ საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა პორკო როსო.
მამაკაცი შემთხვევით გაიცნობს ლამაზ ქალს მატარებელში და გადაწყვიტავს გააცილოს სახლში. ეს გადაწყვეტილება მისთის გახდა საბედისწერო. მამაკაცი მოხვდება ქალების ქალაქში. სადაც ემანსიპირებული, კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენლებს საკუთარ ხელში აქვთ აღებული მთელი ძალაუფლება.
ფრანკო ძეფირელის ნახევრად ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს მეორე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და დროს მიმდინარე მოვლენებს იტალიაში.
ლონდონური გამომცემლობის ახალგაზრდა რედაქტორი ჯერემი ტაილერი იღებს დავალებას - მოძებნოს იტალიაში ოდესღაც ცნობილი მწერალი უელდონ პერიში და რადაც არ უნდა დაუჯდეს, მასთან ახლ წიგნზე კონტრაქტი გააფორმოს. ამ დავალების შესრულებას ტაილერი მიზნად დაისახავს, რადგან უელდონ პერიში მისი საყვარელი მწერალია.