ფილმის მოქმედება ვითარდება 1950-იან წლებში ბრაიტონში. პოლიციელი ტომი საგულდაგულოდ მალავს თავის ურთიერთობას მუზეუმის კურატორ პატრიკთან, რადგან იმ დღეებში ერთსქესიანთა ურთიერთობა კანონით ისჯებოდა. ... ფილმის სიუჟეტი: ფილმის მოვლენები ვითარდება 1950-იან წლებში ბრაიტონში. პოლიციელი ტომი საგულდაგულოდ მალავს თავის ურთიერთობას მუზეუმის კურატორ პატრიკთან, რადგან იმ დღეებში ერთსქესიანთა ურთიერთობა კანონით ისჯებოდა.

რომის იმპერია კრიზისშია, მხედართმთავარი მარკუს ვინიციუსი ბრძოლიდან ქალაქში ბრუნდება და შეუყვარდება ქრისტიანი ქალი, სახელად ლიგია. სიგიჟით შეპყრობილი ნერონი კი უკიდურეს ბოროტმოქმედებებს სჩადის, იგი წვავს რომს და ამას ქრისტიანებს აბრალებს. ვინიციუსი მიჰქრის ნერონის რისხვისგან ლიგიას დასახსნელად, ამ დროს კი მათ ირგვლივ რომის იმპერია ინგრევა.

მას შემდეგ, რაც ტესა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს, ყველაფერი იცვლება. სიმართლის გამოაშკარავება ჯერ საკუთარი შემდეგ კი ჰარდინის ოჯახის შესახებ ყველაფერს ეჭვის საბურველში ხვევს და მათ საერთო მომავალს რთულად მისაღწევად აქცევს...

სამხრეთ ამერიკის ციხეში ორი ადამიანი ერთსა და იმავე საკანშია, ერთი ჰომოსექსუალია უხამსი ქცევისთვის, მეორე კი პოლიტიკური მიზეზების გამო. სანამ პირველი ცდილობს რეალობისგან თავის დაღწევას, მეორე კი არსებული მდგომარეობის მიზეზებზე ფიქრობს. მათ მოუწევთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.

ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.

მირიამი და ჯონი ელეგანტური წყვილია, თუმცა მათ ბნელი საიდუმლო აქვთ, ისინი ვამპირები არიან, ადამიანის სისხლით იკვებებიან. მირიამი 2000–ზე მეტი წლისაა. მან თავის საყვარელს, ჯონს უკვდავება აჩუქა და ისინი ერთად ნადირობენ.

ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება.