ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.

ალექსი, მარტი და ზოოპარკის სხვა ცხოველები პოულობენ მადაგასკარიდან თავის დაღწევის გზას, როდესაც პინგვინები აწყობენ დანგრეულ თვითმფრინავს. არასტაბილურად გარემონტებული ხომალდი ჰაერში იმდენ ხანს რჩება, რომ აფრიკის კონტინენტზე მოხვდეს. იქ ნიუ-იორკელები პირველად ხვდებიან საკუთარი სახეობის წარმომადგენლებს. აფრიკა ველური ადგილია, მაგრამ ალექსს და კომპანიას აინტერესებთ, უკეთესია თუ არა ის, ვიდრე ცენტრალური პარკის სახლი.

ბერი იცავს ძველებურ რელიქვიას.მან უნდა შეძლოს და იპოვოს შემდეგი მცველი,რომელიც მის საქმეს გააგრძელებს.იგი იპოვის თავის საქმის გამგრძელებელს ხულიგან კარს.მათ უნდა შეძლონ და კარგად დაიცვან რელიქვია,რომ ბოროტმოქმედების ხელში არ ჩავარდეს.

უცხოპლანეტელებმა საკუთარი პლანეტის გადასარჩენად უნდა იპოვონ დედამიწელი ქალი, რათა მან ბავშვი გაუჩინოს. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა, ჰაროლდ ანდერსონი უცხოპლანეტელია, მან არ იცის როგორ მოექცეს ქალებს.