სამეფო ბრძოლა არის მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობრივი თამაში, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ განადგურების საფრთხის ქვეშ. 42 საშუალო სკოლის მოსწავლე აგზავნიან უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მათ უნდა დახოცონ ერთმანეთი ყველაფრით, რაც ხელთ მოემართებათ - ავტომატური პისტოლეტიდან დაწყებული ტაფამდე. შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული.
1898 წელი. სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე.
ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.
ფილმი მოგვითხრობს დაქირავებული მკვლელის ისტორიას, რომელიც ყოფილ ბოსთან კონფლიქტის გამო იძულებულია გაიქცეს და დაიცვას საკუთარი ოჯახი