ვიეტნამში, ომის დროს, სპეცაგენტი მიემგზავრება მდინარით კამბოჯაში, რათა მოძებნოს და მოკლას ჭკუიდან ნახევრადშეშლილი პოლკოვნიკი, რომელმაც შორეულ რაიონში ძალადობის მაგვარი საკუთარი სამეფო შექმნა. გზაში ჩვენ ვხედავთ ომის საშინელებათა თითქმის სიურეალისტურ სამყაროს.

სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

ორმა მთავარმა გმირმა, საიდმა და ხალედმა, თვითმკვლელობით ტერაქტი უნდა ჩაიდინონ ტელ–ავივში. ჩვენ გავხდებით ახალგაზრდა კამიკაძეების ბოლო სიცოცხლის დღის თვითმხილველები... ერთერთი მათგანი შეხვდება ქალს, რომელიც მას არა მარტო სიყვარულს, არამედ ბრძოლის ალტერნატიულ გზასაც შესთავაზებს. ის – პალესტინელი ლიდერის ქალიშვილია და დიდი ხანია მიხვდა ამ ბრძოლის ნიუანსებს... თუმცა უკვე გვიანია... მებრძოლები მზად არიან ოპერაციის შესასრულებლად.

ახალგაზრდა თაღლითი იტანჯება ტრამვისგან და უკმაყოფილოა მის კრიმინალ დედასთან დაკავშირებით, ყველაფერი ეს ხდება მაშინ როცა ის ხვდება არაპროგნოზირებად ახალგაზრდა ქალს