მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.

ტომი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მამა მოუკლეს, რომელიც ფილადელფიის მაფიის ერთ-ერთი მეთაური იყო. მისი ძმა და ბიძაშვილი ერთგულები რჩებიან ”საოჯახო საქმიანობის”, მაგრამ თვითონ ტომი გადაწყვეტს წარსულს დაემშვიდობოს და ჯარში მიდის. მანდ მას კომფლიქტის გამო სამხედრო ტრიბუნალი ემუქრება, ფედერალური ბიუროს აგენტები თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებას და საიდუმლო აგენტად ყოფნას. ტომის მოუწევს ყელაზე ძნელი არჩევანის გაკეთება: ან კანონის წინააღმდეგ წასვლა, ან ძმის და მეგობრის გაცემა.

ფილმი მოგვითხრობს ერთ წარმატებულ ადამიანზე რომელსაც არგაუმართლა და მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მას აღარ აქვს არც ფული არც რეპუტაცია მოკლედ განადგურებულია. ერთ დღეს მას მაკითხავს მისი ყოფილი შეყვარებული ბისექსუალი გოგო თავის ლესბოსელ შეყვარებულთან ერთად და ფულის სანაცვლოდ ორივეს დაორსულებას სთხოვს.