დაქირავებული მკვლელი, რომელიც აგენტთან ერთად სამი წელი მუშაობდა, ერთ დღესაც პროფესიის მიტოვებას გადაწყვეტს. ღამის ჰოგკონგში ის უცნაურ ადამიანებს ხვდება, გოგონას, რომელიც უცნაურად გაუჩინარებულ შეყვარებულს ეძებს და მუნჯ გამყიდველს, რომელიც უცანური მეთოდებით ცდილობს მყიდველთა მიზიდვას.

27 წლის ახალგაზრდა მიემგზავრება მშობლიურ სოფელში, გზად იგი თავის ბავშვობას იხსენებს.

ომიდან სახლში მიმავალი პოლი მატარებელში ერთ გოგონას გაიცნობს, რომელიც კოლეჯის ცოლიანი პროფესორისგან ბავშვს ელოდება. პოლი გადაწყვიტავს მას დაეხმაროს და დესპოტი მამის წინაშე თავი ბავშვის მამად გაასაღოს.

ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი - ჰერბერტი, ახალი ინგლისის ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ჩამოდის. ის კარგად აღზრდილი და განათლებულია, ქალებშიც წარმატებით სარგებლობს. მაგრამ მისი სული პირველი სიყვარულის მოგონებებით არის ავად. და 12 წლის ლოლიტასთან შეხვედრის შემდეგ იმედი უჩნდება დაკარგული სამოთხის პოვნის.

ფილმი წარმოადგენს ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციას. ფილმში მოთხრობილია გარპის და მისი დედის ამბავი. ბიჭს სურს სერიოზული მწერალი გახდეს, მისი დედა კი ფემინისტურ მანიფესტებს წერს, რითიც მრავალ ქალს იზიდავს.

ფილიპ ბრეინარდი გონებაგაფანტული პროფესორია. ის და მისი ასისტენტი ვიბუ ცდილობენ ისეთი ნივთიერება გამოიგონონ, რომელიც ენერგიის ახალი წყარო იქნება და შეძლებენ იმ კოლეჯის გადარჩენას სადაც პროფესორის შეყვარებული სარა პრეზიდენტია. ბრეინარდს საკუთარი ქორწილი ორჯერ დაავიწყდა და მესამე მცდელობაზე ის ფლაბერს გამოიგონებს, ვისი მეშვეობითაც საგნების ჰაერში გადაადგილება ხდება შესაძლებელი.

ყველა მამის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ცოლი გაფრინდება დამსახურებული დასვენებისთვის და ის მარტო რჩება საკუთარ შვილთან. როგორც ჩანს - არაფერი რთული! ფიქრობდნენ იგორიც, არტიომიც და საუნაც, არც კი ეპარებოდათ ეჭვი თავგადასავლების როგორი „ჩანჩქერი“ დაფარავდა მათ თავებს.