ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება.
ახალგაზრდა ქალი,რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ, ცდილობს გამოჯანმრთელდეს და შური იძიოს
თანამედრვე წყვილის ისტორია: ჟილი და მარიონის, რომელიც ხუთ ეპიზოდშია ნაჩვენები: მათი განქორწინება, მათი სადილი მეგობრებთან ერთად, პირველი ბავშვის დაბადება, მათი ქორწილი და გაცნობა.
პეპი იმ პოლიციელის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, რომელმაც ის მარიხუანას გაზრდაში გამოიჭირა. გოგონა ყველაფერს აკეთებს, რომ მოძალადე გაამწაროს.. და მეუღლეს დააშოროს.
ამერიკული გაზეთის ჟურნალისტის ისტორია, რომელისაც მივლინებით სასაზღვრო ქალაქ ჰუარეზში უწევს წასვლა, რათა ასობით ქალის მკვლელობის ამბავი შეისწავლოს. საქმის მსვლელობისას თავად მისი სიცოცხლეა საფრთხეში.