იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.
არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ მომხიბვლელი ბლანშ დიუბუა, ახალ ორლეანში ფეხმძიმე დასთან ჩამოდის. ბლანში დას ეუბნება, რომ გაკოტრდა, სამსახურიდან წამოვიდა, არც ფული აქვს და არც საცხოვრებელი.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია მოგვითხრობს სიკვდილმისჯილი მამაკაცის ამბავს. სიუზან სარანდონმა დაიმსახურა ოსკარი აღნიშნულ ფილმში მთავარი როლის შესრულებისათვის.