მთავარი გმირის სახელია ანა, მას არ ჰყავს მეგობრები და ძალიან სწუხს მარტოობით. ყველაფერი იცვლება როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდება იდუმალი მარნი.

ელიანა, კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე გაიცნობს ახალ ჩამოსულ ოფიცერს და შეუყვარდება ის. მისი არასრულწლოვან შვილობილს კამილას შეუყვარდება მომხიბვლელი ოფიცერი, როდესაც ის გადაარჩენს მას ტერორისტისგან. მას აიძულებენ შორეულ ფორპოსტზე გამგზავრებას ჩრდილოეთში, მაგრამ ჯიუტი გოგონა გაიქცევა სახლიდან და გაემგზავრება საყვარელი ადამიანის მოსაძებნად.

დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?

ლი და ბესი დები არიან. ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს. ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.