სამხრეთ ამერიკის ციხეში ორი ადამიანი ერთსა და იმავე საკანშია, ერთი ჰომოსექსუალია უხამსი ქცევისთვის, მეორე კი პოლიტიკური მიზეზების გამო. სანამ პირველი ცდილობს რეალობისგან თავის დაღწევას, მეორე კი არსებული მდგომარეობის მიზეზებზე ფიქრობს. მათ მოუწევთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.

1980-იანი წლების ბოლოს, დასავლეთ გერმანია. 14 წლის აქსელი ცხოვრობს დიუსელდორფში, მეძავად მუშაობს, "სპლეშზე" თავის მეგობარ ჯიმისთან და შეყვარებულ ელიზაბეთთან (ლიზბეტი) ერთად დგას. ოჯახში არსებულ მდგომარეობას ერთი სიტყვით შეიძლება ვუწოდოთ – არეულობა. დედა სვამს, პარტნიორი კი აქსელს აბუჩად აგდებს და ერთხელ გააუპატიურებს კიდეც. იმავე დიუსელდორფში ცხოვრობს პატივცემული ოჯახის კაცი კარლ-ჰაინც ბრენერი, რომელიც მუშაობს თეატრში განათების ინჟინრად. მოხდა ისე, რომ ალბერტმა (მეტსახელად "კატა"), რომელმაც აქსელი იქირავა ღამით, გადაწყვიტა მისი მეგობარს კარლ-ჰაინცთან გაგზავნა, რომელიც დაქორწინებული იყო და ვაჟი ჰყავდა, მაგრამ დამალა ჰომოსექსუალიზმი.