სემ დოუსონი, 40 წლის მამაკაცი 7 წლის მოზარდის IQ-ით, რომელიც მუშაობს მიმტანად. ასეთი მონაცემებით გადარჩენა გაუჭირდებოდა, შემთხვევითი ურთიერთობის ნაყოფი რომ არა მისი ქალიშვილი. ლუსი საკმაოდ ნორმალურ ადამიანად გაიზარდა და მამაზე ზრუნვა შეეძლო, მაგრამ ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა იგი მამას წაართვა. სემს სურს თავისი ქალიშვილის დაბრუნება. ამ საქმის განსახილველად ის ქირაობს ადვოკატს რიტა ჰარისონს. ამ საქმეზე მუშაობისას, თავად რიტა სწავლობს რამდენიმე გაკვეთილს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო მშობელი..
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს.
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული რამდენიმე წლის შემდეგ, კლეი აღმოაჩენს, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის. მისი ყოფილი შეყვარებული ბლერი, რომელმაც ერთხელ მოატყუა იგი თავის საუკეთესო მეგობართან ჯულიანთან, კლეის დახმარებას სთხოვს: ჯულიანი ბანდიტებთან ჩაერთო, დაიწყო ნარკოტიკების გაყიდვა და დახრილი თვითმფრინავით სრიალებს და კლეის გარდა დახმარებისთვის არავინაა.
ლერი ჯილი დაბალი რანგის განგსტერია, რომელსაც დავალებული აქვს დიდი ძალაუფლების მქონე რაიონული პროკურორის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმის გატაცება, რადგან მათი მაფიის ბოსი ციხეში ჩაჯდომის საშიშროების წინაშე დგას. ჯილი ბიჭს ადვილად დაიყოლიებს და უპრობლემოდ წაიყვანს თავისთან, იმ პირობით, რომ ჯილი მას შემდეგ "მაშველების" სანახავად წაიყვანს.ყველაფრის მიუხედავად ბოსი მას მაინც არ ენდობა და ამიტომ სპეციალურად დაიქირავებს ქალს სახელად რიკი, რომელიც მას უთვალთვალებს.