სამეცნიერო ფანტასტიკური ზღაპარი უცხოპლანეტელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე დატოვეს, პატარა ბიჭუნამ იპოვნა და დაიმეგობრა. სტივენ სპილბერგის ეს გულისამაჩუყებელი ფანტასტიკა კომერციულად ყველა დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული ფილმია.

ჯონ კონსტანტინს ზებუნებრივი ნიჭი აქვს - დაინახოს ადამიანთა შორის შენიღბულად მცხოვრები დემონები და ანგელოზები. მის ხილვებს იგი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. სიკვდილის შემდეგ იგი ახერხებს ჯოჯოხეთიდან დაბრუნებას და ცდილობს თავის გათავისუფლებას. როცა კონსტანტინი უკავშირდება სკეპტიკოს პოლიციელ ანჯელა დოდსონს, რათა მისი ტყუპისცალი დის თვითმკვლელობის საიდუმლო ამოხსნას, გამოძიება მათ ლოს-ანჯელესის ქვეშ მდებარე დემონების და ანგელოზების სამყაროში მიიყვანს...