ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.
ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.
ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.
მაქსი არის ფლეიბოი, რომელმაც გადაწყვიტა გადასულიყო საცხოვრებლად მურელთან. მის საყვარელთან. თუმცა ბიზნეს მოგზაურობის დროს, ის თვალს მოკრავს თავის დაკარგულ სიყვარულს. ის არჩევანის წინაშე დგება.
ახალგაზრდა ფინი სტუდენტია ბერკლიდან, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოდის იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოსცილდეს და სადიპლომო ნაშრომი დაწეროს. მყუდრო მისაღებ ოთახში ყოველ დღე იკრიბებიან ბებიას უახლოესი მეგობრები და ჩაის სმასთან ერთად, ყვებიან ისტორიებს და აუჩქარებლად კერავენ ნაჭრის საბანს. ფინი ხანში შესული ქალბატონებისგან უამრავ ისტორიას მოისმენს ბედნიერებაზე და უბედურებაზე, ერთგულებაზე და ღალატზე, სიძულვილზე და ნამდვილ სიყვარულზე, წყენაზე და პატიებაზე, რითაც ბევრს ისწავლის ცხოვრების შესახებ. და ახლა ფინის სადიპლომოზე მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მან სურვილებში გარკვევა, საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.