ბენ-ჰური 1959 წელს რეჟისორ უილიამ უაილერის გადაღებული ფილმია. ის ებრაელი დიდგვაროვანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეგობრის ღალატის შემდეგ რომში მონობაში ჩავარდება, შემდეგ თავს დაიხსნის და შურის საძიებლად სამშობლოში დაბრუნდება.rnფილმი ოსკარის 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.

ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!