ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.

CIA-ს ფარული დაქირავებული მიჩ რაპი ტერორისტულ თავდასხმაში მისი საცოლის დაკარგვით განადგურებულია. CIA-ს დირექტორის მოადგილე სტენ ჰარლის ავალებს გაწვრთნას გულგატეხილი, მაგრამ სერიოზული მიჩი ტერორისტული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად და კრიმინალების დასადევნად. ისინი ერთად იკვლევენ ერთი შეხედვით შემთხვევითი თავდასხმების ტალღას სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. მაგრამ მოგვიანებით, პარტნიორებს მოუწევთ გაერთიანდნენ თურქ აგენტთან, რათა თავიდან აიცილონ მესამე მსოფლიო ომის დაწყება ახლო აღმოსავლეთში.

მომავალში, როდესაც პოლუსების ყინულოვანი საფარი დადნა, დედამიწა მთლიანად წყალმა დაფარა. ულამაზესი ბარმენი ქალი მცურავ კუნძულზე მუტანტ მეზღვაურს იპოვნის და გადაარჩენს.ისინი პატარა გოგონასთან, ენოლასთან ერთად გემზე გაიქცევიან. მალე ეს სამეული პირატების სამიზნე გახდება, რადგან ენოლას ზურგზე ხმელეთის რუქა აქვს ამოსვირინგებული.

უდაბნოს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი, რომელშიც სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავი მოხვდა. გადარჩა რამდენინე ადამიანი. წყალი და საჭმელი მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ. მობილური დადუმდა, რადიო გადამცემი გაფუჭდა.

ფილმის მთავარი გმირი – პოპულარული რადიოშოუს წამყვანია. ერთხელაც ის მიიღებს თავისი მეგობრისგან, გამომცემლისგან, 14 წლის პიტ ლოგანდის ხელნაწერას, რომელშიც იმაზეა მოთხრობილი, როგორ ექცეოდნენ მას სადისტი მშობლები. პიტი ნუნის გადაცემების დიდი თაყვანისმცემელია, და მალევე ის თვითონ დაამყარებს კონტაქტს რადიოწამყვანთან, ისინი დაიწყებენ ტელეფონით აქტიურ ურთიერთობას.