ვაიტ ეაპს მის ძმებთან ერთად მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავს გასაყიდად. მათ ბანდიტები დაესხმიან თავს და უმცროს ძმას მოკლავენ. შურის საძიებლად იგი მახლობელ ქალაქში შერიფად მოეწყობა.
„დღის ბოლოს“ - სიყვარულის ისტორიაა. ისეთი სიყვარულის, რომელზეც არც კი ლაპარაკობენ. ფილმის გმირებს დრო არ აქვთ სიყვარულისთვის, რადგან ისინი მოსამსახურეები არიან. სადღაც ომი მძვინვარებს, აქ კი, ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!