ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.

საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.

ინგლისელი ჟურნალისტი სიუ ინდოეთში ჩადის,რათა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი ინდურ რევოლუციაზე.იგი დელის უნივერსიტეტიდან იწვევს სტუდენტებს დასახმარებლად.ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ყველა თავისებურად საინტერესოა.