როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძლებს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა. არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას და ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება.
წინა ნაწილის მთავარმა გმირებმა ჯეკი და ჯოანი მშვიდობიანი, გაწონასწორებული მდიდარი უსაქმურებივით ცხოვრობენ. მათ ყველაფერი აქვთ, რაც ფულით შეიძლება იყიდო: იახტა, აგარაკები, მსახურები.. მაგრამ ისინი თავს მოწყენილად გრძნობენ. მათ ერთმანეთთან და ამ საზოგადოებასთან მოსწყინდათ.. გასართბად, ჯოანი არაბი შეიხის მოწვევას მიიღებს აღმოსავლურ რეზიდენციაში. თუმცა ზღაპარი კოშმარად მოტრიალდება, არაბი მოიტაცებს ჯოანს, და გამოსასყიდელს სთხოვს – 'მარგალიტს'. ჯეკი გადაწყვეტს ჯოანის გადარჩენას. მაგრამ საქმე გართულდება... ჯეკის ძველ მეწყვილეს მასზე შურისძიება სურს.
მომავალში, როდესაც პოლუსების ყინულოვანი საფარი დადნა, დედამიწა მთლიანად წყალმა დაფარა. ულამაზესი ბარმენი ქალი მცურავ კუნძულზე მუტანტ მეზღვაურს იპოვნის და გადაარჩენს.ისინი პატარა გოგონასთან, ენოლასთან ერთად გემზე გაიქცევიან. მალე ეს სამეული პირატების სამიზნე გახდება, რადგან ენოლას ზურგზე ხმელეთის რუქა აქვს ამოსვირინგებული.