გას ვან სენტის ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ყმაწვილზე უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავისი თავის აღმოჩენას შესძლებს.

საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.

მე-18 საუკუნე.ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან.ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ.