ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ.

მეკობრე მორგან ადამსის უშიშარი ქალიშვილი ცდილობს შური იძიოს მამის მკვლელობისთვის, რომელიც მისმა საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს. გოგონას მემკვიდრეობით ერგო თავზეხელაღებულთა კუნძულის რუქა. იქ მონიშნულია ადგილი, სადაც უთვალავი განძია დამარხული. ამ ადგილამდე მისაღწევად ის ჯგუფს კრებს, რომელშიც მამის ძველი თანამებრძოლნი არიან.