ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან.ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ.