სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები კლინიკური სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევის გზით ცდილობენ გარდაცვალების ფენომენი გამოიკვლიონ, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს კოშმარული ხილვები ეწყება. სიტუაცია თანდათან უმართავი ხდება.

მთავრობის ყოფილი აგენტის ცხოვრება ინგრევა, როდესაც მას ბრალი ედება მკვლელობში, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიციის ინსპექტორის მეშვეობით ფილმის მთავარი გმირი ცდილობს თვალყური ადევნოს ნამდვილ მკვლელს.

ჟურნალ «ფლეიბოის» მოდელი გოგონა თავის «მამიკოს» შორდება და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადადის საცხოვრებლად, და კურსელ გოგონებს საპირისპირო სქესთან მოქცევას ასწავლის.