სამი ბავშვი დაიქირავებს დაბალ ბიუჯეტიან მცველს მოთამაშე ჩხუბისთავებისგან დასაცავად, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ის არის უსახლკარო მათხოვარი და ქურდი, რომელიც ეძებს ნაღდ ფულს.
ჩვეულებრივმა სიეტლელმა თინეჯერმა კოდი ბენქსმა, შეთავსებით –ცენტრალური დაზვერვის უმცროსმა აგენტმა, სამშობლო კვლავ უნდა გადაარჩინოს. ამჯერად ის ლონდონში მიემგზავრება. „ლეგენდის“ მიხედვით ის – სტუდენტია, რომელიც სასწავლებლად ჩამოვიდა, მაგრამ კოდის მთავარი ამოცანაა – მოპარული საიდუმლო მოწყობილობის პოვნა, რომლითაც ადამიანების გონების მართვა შეიძლება. ოპერაციის მსვლელობისას ბენქსი ხვდება, რომ ეს „ოპერაცია“ – დიდი თაღლითობის დასაფარი საშუალებაა, რომელშიც მისი უფროსობაა ჩარეული...
მოზარდ კოდი ბენქსს აშშ-ს ხელისუფლება დაიქირავებს, როგორც განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელ სპეცაგენტს. მისიის შესარულებლად საჭიროა არც ისე ზრდასრული ადამიანი და, რომლის გამოყენება ათი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება... მის პირველ დავალებაში შედის ახალგაზრდა გოგონას მოხიბლვა იმ მიზნით, რომ ხელისუფლება მის მამას დაუახლოვდეს. მამამ ნანობოუტი ააშენა (ოკეანის ზედაპირიდან ნავთობის გამწმენდი), რომელსაც ბევრად მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ამაზე განცხადებული იყო...