აშშ-ს ელიტის დივერსიული სპეცრაზმის გენერალი ფრენსის ჰუმელი თავის საუკეთესო ქვეშევრდომებთან ერთად იპარავს სასიკვდილო გაზის რაკეტებს. შემდეგ კი ის ტურისტებს მძევლად აიყვანს ყოფილ ალკატრასის ციხეში. ფრენსისი FBI-ს დირექტორს ანგარიშზე 100 მილიონი დოლარის გადარიცხვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სან-ფრანცისკოს სარაკეტო შეტევას განახორციელებს.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.

თურმე, ბრძოლის ველზე ცოცხლად გადარჩენა ბევრად ადვილია, ვიდრე ლოს–ანჟელესში ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა იზი როულინსმა დაკარგა სამსახური და მალე შესაძლებელია სახლის გარეშეც დარჩეს. ამიტომაც როდესაც მას შესთავაზებენ გამოსვლას კერძო დეტექტივის როლში და საიდუმლო ლამამაზმანის პოვნას, იზი მაშინათვე დათანხმდება. 100 დოლარი ასეთი იოლი საქმისათვის ხომ არაფერია... თუმცა სიკვდილი 100 დოლარად მას არ დაუგეგმავს.