ჯორჯინა პირდაპირი გოგო იყო, უყვარდა წესების დარღვევა, ფლირტი, ცელქი და თამაში. დედამ იგი ცოლად მისცა დევონშირის ჰერცოგს. მან მოიპოვა პოზიცია საზოგადოებაში, მდიდრული სასახლე, სიმდიდრე, მაგრამ სად არის სიყვარული? შეძლებს ის გრძნობების დამორჩილებას და მოვალეობის შესრულებას? თუ ის, რომ გახდა ტრენდსტერი და მაღალი საზოგადოების აღიარებული იდეალი, დაუპირისპირდება მას?
ამბობენ, რომ თუ მამაკაცი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, ე.ი. მას რაღაც ვერ აქვს წესრიგში. თუ 30 წლის ქალი ჯერ კიდევ არ გათხოვილა, ე.ი. ის ძალიან ბევრს მუშაობს. და რა მოხდება თუ ორი ასეთი მარტოხელა ერთმანეთს შეხვდება?
ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...