მას შემდეგ, რაც უცოლო დონ ჯონსტონს მორიგი საყვარელი მიატოვებს, ფოსტით ვარდისფერ ანონიმურ წერილს მიიღებს, რომელიც ამცნობს, რომ მას შვილი ჰყავს.

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.