ახალგაზრდა პრინცი აშიტაკა, ურჩხულის მოკვლით, სასიკვდილოდ დაიწყევლა. მკითხავმა უმკითხავა, რომ მხოლოდ თავად მას შეუძლია საკუთარი ბედის შეცვლა. მამაცი მეომარი გაემგზავრა სახიფათო მოგზაურობაში. ის აღმოჩნდება იდუმალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ბოროტი ქალბატონის სათავეში ტყის ბინადართ ეომებიან: სულებს, ეშმაკებს და გიგანტურ არსებებს, რომელთა მსგავსნი აშიტაკას არასოდეს უნახავს.
მდიდარი ბიზნესმენი შექმნის საიდუმლო პარკს დინოზავრებისთვის, რომლებიც პრეისტორიული ხანის დნმ-ის გამოყენებით არიან შექმნილნი. გახსნამდე ერთი დღით ადრე, იგი მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს და თავის ორ შვილიშვილს, რომ პარკი დაათვალიერონ და აღელვებული ინვესტორების დამშვიდებაში მიეხმარონ. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს პარკი ყველაფერია, გასართობის გარდა, რადგან უსაფრთხოების სისტემა მწყობრიდან გამოდის და დინოზავრები გარბიან.
დიდი დეპრესიის პირველ წლებში სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაზე ძალზედ გართულდა. მეკობრეთა დაუმთავრებელი თავდასხმების გამო ყველა იძულებული გახდა მცველი ყოლოდა. ამ საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა პორკო როსო.
ოთხი წლის შემდეგ, რაც იურიული პერიოდის პარკის გენეტიკურად გამოყვანილი დინოზავრები გაცოფდნენ, მულტიმილიონერი ჯონ ჰამონდსი შოკში აგდებს ქაოსის თეორეტიკოს იან მალკოლმს, რომელიც გამოააშკარავებს, რომ მულტიმილიონერს კვლავ გამოჰყავს მხეცები საიდუმლო ადგილას. მალკოლმი, მისი პალეონტოლოგი შეყვარებული და ვიდეო ოპერატორი ექსპედიციას უერთდებიან, რათა ასახონ მომაკვდინებელი ხვლიკის ბუნებრივი ქცევა.
ჯუნიმ და მისმა უფროსმა დამ კარმენიმ ჯერ კიდევ თავისი ძველი თავგადასავლებით დაამტკიცეს, რომ მათ არა მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ თავისი აგენტი-მშობლებისთვის, არამედ დამოუკიდებლად შეუძლიათ ნამდვილად ღირსეული ჯაშუშების საქმეები გააკეთონ.
გემით მოგზაურობისას ჭირვეული ემბერი და რევოლუციური იდეებით შეპყრობილი ჯუზეპე არაერთხელ წაკამათდნენ. ისინი გულწრფელად ვერ იტანდნენ ერთმანეთს და არც ცდილობდნენ ამის დამალვას. მაგრამ უეცრად დრამატული მოვლენების შემდეგ ეს წყვილი აღმოჩნდება უკაცრიელ კუნძულზე, აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში.