ეს ამბავი ძველ ეგვიპტეში ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მოხდა. სწრაფმა და დიდებულმა ნილოსმა ფარაონის სასახლის წინ ნაპირზე კალათა გამოიტანა ბავშვით. ძლიერმა მმართველმა იშვილა პატარა ბიჭი და დაარქვა სახელი მოსე. გავიდა წლები... მოსე და მისი ძმა რამზესი ერთად იზრდებოდნენ. მაგრამ დადგება დღე, როცა ერთ-ერთი ძმა დედამიწაზე უდიდესი იმპერიის მმართველი გახდება, მეორე კი წმინდანი... გმირების დაპირისპირება სამუდამოდ შეცვლის მათ ბედს და კაცობრიობის ისტორიას.

ლი და ბესი დები არიან. ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს. ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.

თავაგადასავლების მაძებარი ალანი მომხიბლავ ჯესისთან და მის არქეოლოგ მამასთან ერთად მიემგზავრება. ისინი მეფე სოლომონის მახვილს ეძებენ.