ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.
ჰენრი გრიფინი მოულოდნელად იგებს, რომ მალე მოკვდება. კიბოს ფორმა, რომლითაც ის არის ავად, არაოპერაბელურია. ეს საშინელი ამბავი ძირფესვიანად ცვლის მის შეხედულებებს და ფასეულობებს. გრიფინს სურს განსაკუთრებულად გაატაროს დარჩენილი ცხოვრება. ის ტოვებს ყველაფერს და პატარა სოფელ გრინვიჩში გადადის, სადაც განვლილი ცხოვრების შესახებ მემუარების წერას იწყებს.