მეორე მსოფლიო ომის მარშალი, ყოფილი ჯარისკაცი, ამერიკელი ტედ დენიელსი, საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძიებს , მაგრამ მის მცდელობას მისივე საშინელი ხილვები და ექიმი ქაული უშლიან ხელს.

ექიმი სეიერი ახალ წამალს გამოიგონებს, რომელიც ისეთი ავადმყოფების განკურნებაში უნდა დაეხმაროს, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ სეიერის გარდა, არავის სჯერა ამ ექსპერემენტალური წამლის მოქმედება. ექიმი რისკავს და იყენებს წამალს პრაქტიკაზე. და საოცრება ხდება: პაციენტი იღვიძებს 30 წლიანი ძილის შემდეგ.

ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.

1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.

ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.